კოულ პალმერი, დონალდ ტრამპი
Aa
Aa

პალმერი: ტრამპმა მითხრა, რომ მისი შვილი ჩემი გულშემატკივარი იყო

კოულ პალმერმა გაიხსენა, რა უთხრა მას დონალდ ტრამპმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ფინალური მატჩის შემდეგ, ორივე გუნდი დააჯილდოვა და ბოლოს თასის აღმართვის მომენტში „ჩელსის“ ფეხბურთელებთან დარჩა.

„როდესაც მან ჯილდო გადმომცა, თქვა, რომ მისი შვილი ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო. არ მახსოვს, რა ვთქვი იმ მომენტში, რა ვუპასუხე ბატონ პრეზიდენტს. მგონი, ვთქვი: „მადლობა“ ან მსგავსი რამ“,

- თქვა „ჩელსის“ ლიდერმა.

კოულ პალმერი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რაც ლოგიკური იყო. ინგლისელმა ფინალი უმაღლეს დონეზე ჩაატა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

TNT Sports-მა გუშინ ოქროს ბურთის მოწინავე ათეულის განახლებული სია გამოაქვეყნა, რომელშიც პალმერი ბევრისთვის მოულოდნელად მე-2 პოზიციაზე იმყოფება. ინგლისელი მხოლოდ ლამინ იამალას ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები