16-წლამდე ნაკრების მოგება უკრაინასთან - მზადება ევრობასკეტის A დივიზიონისთვის
Aa
Aa

16-წლამდე ნაკრების მოგება უკრაინასთან - მზადება ევრობასკეტის A დივიზიონისთვის

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონისთვის ემზადება, რომელსაც 8-დან 16 აგვისტოს ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს. მზადების ფარგლებში ნიკოლოზ ბურჯანაძის, ბექა ბექაიას და გიორგი გოგალაძის ტრიოს მომზადებული გუნდი ლატვიაში შეკრებაზე იმყოფება, სადაც უკრაინის ასაკობრივი ნაკრები საკონტროლო შეხვედრაში 15-ქულიანი სხვაობით, 95:80 დაამარცხა.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 17 ქულით ლუკა ფოჩხუა იყო. 10-ქულიან ზღვარს კი მისი ერთბაშად ხუთი თანაგუნდელი, დადუ ტრაპაიძე (13), გიორგი გოგოლაშვილი (12), ბესო გიგაური (12), ალექსანდრე შერვაშიძე (10) და ნიკოლოზ ბოდაველი (10) გადასცდა.

თბილისში გასამართ ევროპირველობაზე ქართველი კალათბურთელები C ჯგუფში გერმანიასთან, სერბეთთან და ესპანეთთან ითამაშებენ. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის ყველა მონაწილე გადის და მთავარი ბრძოლები პლეი ოფიდან იწყება. მერვედფინალში წაგებული გუნდები 9-16 ადგილებისთვის აგრძელებენ თამაშს, ბოლო სამ პოზიციაზე გასული კი ავტომატურად B დივიზიონში დაქვეითდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა