ოლექსანდრ უსიკი, დანიელ დუბუა
Aa
Aa

ნოკაუტი მე-5 რაუნდში - უსიკმა დუბუა დაამარცხა

უემბლიზე პროფესიონალური კრივის მასშტაბური საღამო გაიმართა, სადაც დაუმარცხებელი, ლეგენდარული ოლექსანდრ უსიკი დანიელ დუბუას დაუპირისპირდა.

რევანში არ შედგა - უსიკმა დუბუა მეხუთე რაუნდში დაანოკაუტა და სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

თავდაპირველად დუბუა აქტიურობდა და ზეწოლას აძლიერებდა. ტრადიციულად, უკრაინელი მებრძოლი ბევრს მოძრაობდა და მეტოქეს ღლიდა.

ბრძოლა ისე მიმდინარეობდა, რომ შეიძლება ითქვას ნოკაუტი მოულოდნელი იყო. მე-5 რაუნდში უსიკმა დუბუას მარჯვნიდან დაარტყა და ბრიტანელი დაეცა. გაგრძელება სცადა, მაგრამ ოლექსანდრმა ამჯერად მარცხნიდან დაარტყა და კაპი გააგდებინა. დუბუამ ადგომა ვეღარ შეძლო..

ცნობისთვის, უსიკმა მე-13 სატიტულო ბრძოლა მოიგო და ის 21-ე საუკუნეში ერთადერთი დაუმარცხებელი მებრძოლია.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინელმა ამ გამარჯვებით 132 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო დუბუამ დაახლოებით 65. 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლოუეი: იგივე ადამიანი ვარ, ილიასთან მარცხი ჩემზე გავლენას ვერ მოახდენს
ჰოლოუეი: იგივე ადამიანი ვარ, ილიასთან მარცხი ჩემზე გავლენას ვერ მოახდენს