რიჩარდ კოკერილი
Aa
Aa

„მეტოქეს პატივს ვცემთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ“ | კოკერილმა სამხრეთ აფრიკაზე ისაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა, მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ბორჯღალოსნები“ მომდევნო შეხვედრას სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავენ და „ქურციკებს“ 19 ივლისს დაუპირისპირდებიან.

„მოედანზე მოკრძალებული არ უნდა გავიდეთ. ერთადერთი ვარიანტი, რომ კონკურენტუნარიანი ვიყოთ, ისაა — ბრძოლას არ შევუშინდეთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. სხვა რა უნდა გავაკეთოთ? ძალისმიერი გუნდი ვართ, ძალისმიერ ქვეყანას წარმოვადგენთ და რაგბის ძალისმიერი მხარე მოგვწონს. გვინდა, სამხრეთ აფრიკასთან ვნახოთ, რა დონეზე ვიმყოფებით.

საქართველო მებრძოლების, მოჭიდავეებისა და მძლეოსნების ქვეყანაა. სიარულის დაწყებისთანავე რაგბის ბურთს ბავშვს არავინ აჭერინებს. სკოლებში სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება, თუმცა რაგბი საყოველთაოდ გავრცელებული სპორტი ჯერ არაა. ორი კარგი ჩემპიონატი გვაქვს, თუმცა, როდესაც ტოპ მორაგბეები ქვეყანას ტოვებენ, ხელახლა შენება მარტივი არ არის.

საქართველოს ნაკრების დნმ ძალისმიერი რაგბია — ჩვენი მორაგბეები ყველაფერს ბოჭავენ, რაც გადაადგილდება. სამხრეთ აფრიკის დონის გუნდის წინააღმდეგ თამაშის ერთი გზა არსებობს — მოედანზე თავაწეული უნდა გახვიდე, არაფერს შეუშინდე და გაიგო, სათანადო დონეზე ხარ თუ არა, რათა მათ კონკურენცია გაუწიო.

სამხრეთ აფრიკას ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა მაქსიმუმს გავაკეთებთ. სამხრეთ აფრიკას პატივს ვცემთ. პირობას ვერ მოგცემთ, რომ მეტოქეს გავანადგურებთ, თუმცა კონკურენციას გავუწევთ და გავიგებთ, რა დონეზე ვიმყოფებით. შევეცდებით, ბოლომდე ბრძოლაში დავრჩეთ და უკან დახევას არ ვაპირებთ. შეიძლება მიზანს ვერ მივაღწიოთ, მაგრამ არა უშავს. როგორც კი მოედანზე გავალთ, ფიზიკურად და მენტალურად ძლიერები უნდა ვიყოთ. ეს რომ არ მოხდეს, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.“

ცნობისთვის, „ბორჯღალოსნები“ 2025 წლის ზაფხულის დასკვნით ტესტ-მატჩს 19 ივლისს მბომბელაში, მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან გამართავენ. მსოფლიოს 4-გზის მოქმედ ჩემპიონთან და რეიტინგის პირველ ნომერთან შეხვედრა საქართველოს დროით 19:10 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ნაძირალას გალიაში გავუსწორდები“ - პაულო კოსტა ჩიმაევს დაუპირისპირდა
„ამ ნაძირალას გალიაში გავუსწორდები“ - პაულო კოსტა ჩიმაევს დაუპირისპირდა