მე-100 და 101-ე - კრიშტიანუ არ ჩერდება
Aa
Aa

მე-100 და 101-ე - კრიშტიანუ არ ჩერდება

მადრიდის "რეალის" 33 წლის სუპერვარსკვლავი "ჩემპიონთა ლიგაზე" წარმატებულ თამაშს აგრძელებს.

კრიშტიანუმ "პარი სენ ჟერმენთან" დუბლი მიითვალა, რითაც ევროპულ საკლუბო ტურნირებზე 117, ხოლო უშუალოდ "ჩემპიონთა ლიგაზე" 116 გოლი მოაგროვა.

მან უშუალოდ "რეალის" მაისურით "ჩემპიონთა ლიგაზე" მე-100 და 101-ე გოლი გაიტანა.

პორტუგალიელი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და მე-2 ადგილზე მყოფ ლიონელ მესის უკვე 19 გოლით უსწრებს - არგენტინელის ანგარიშზე 97 საჩემპიონთალიგო გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები