ჰონგ-კონგში რონალდუს მუზეუმი გაიხსნა
ჰონგ-კონგში გაიხსნა მუზეუმი, რომელიც პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს ეძღვნება.
მუზეუმმა ფუნქციონირება ოფიციალურად 7 ივლისს დაიწყო და რონალდუს ათასობით გულშემატკივარი მიიზიდა.
Já foi inaugurado o primeiro museu sobre #CristianoRonaldo na Ásia. O #CR7 Life Museum, em Hong Kong, oferece uma experiência imersiva sobre as origens e a carreira do jogador português. pic.twitter.com/56yB0IGQTX
— Euronews Português (@euronewspt) July 8, 2025
მუზეუმში 40-ზე მეტი ექსკლუზიური ექსპონატია წარმოდგენილი, მათ შორის რონალდუს ბუცები და მის მიერ მოპოვებული პრესტიჟული ტიტულები.
პუბლიკის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კრიშტიანუს ბავშვობის ოთახისა და მისი იუთუბ სტუდიის ასლები.
At the Cristiano Ronaldo Museum in Hong Kong, a recreation of his room from the early days at the Sporting CP Academy was featured.
— Al Nassr Zone (@TheNassrZone) July 7, 2025
pic.twitter.com/L3LmMBUBAi
რონალდუსადმი მიძღვნილი ეს მუზეუმი რიგით მესამეა. პირველი მუდმივი მუზეუმი CR7 მის მშობლიურ მადეირაზე მდებარეობს. 2023 წლის ნოემბერში კი მეორე მუზეუმი საუდის არაბეთში, კერძოდ კი ერ-რიადში გაიხსნა.
როგორც მოსალოდნელია, გამოფენა, რომელიც ჰონგ-კონგი გაიხსნა, მომავალი წლის ივნისამდე გაგრძელდება და ის 12 მილიონზე მეტ დამთვალიერებელს მიიზიდავს.