„მშვიდობით განისვენე, ყველას მოგვენატრები“ - რონალდუ ჟოტას გარდაცვალებაზე
პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ თავისი თანამემამულის, დიოგუ ჟოტას ტრაგიკულად გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„უბრალოდ წარმოუდგენელია. სულ ახლახან ვიყავით ერთად პორტუგალიის ნაკრებში, სულ ახლახან გქონდა ქორწილი. ვუსამძიმრებ შენს ოჯახს, მეუღლესა და შვილებს. გამძლეობას ვუსურვებ. ვიცი, რომ ყოველთვის მათთან ერთად იქნები. მშვიდობით განისვენეთ, დიოგუ და ანდრე. ყველას მოგვენატრებით“, - წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ პორტუგალიელი შემტევი დიოგუ ჟოტა და მისი ძმა ანდრე ესპანეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ. მათი „ლამბორგინი“ გზიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.