ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

ილიამ იცის, ამის გაკეთება არ შეუძლია | პიმბლეტმა თოფურიასთან ბრძოლა მოითხოვა

UFC 317-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ პირველივე რაუნდში ჩარლზ ოლივეირა გათიშა. შეხვედრა, რომელსაც მთელი MMA-ს სამყარო მოუთმენლად ელოდა, ძალიან მალე დასრულდა. ილიამ საოცარი ნოკაუტით გაიმარჯვა.

შეხვედრის შემდეგ ოქტაგონზე პედი პიმბლეტი ავიდა, ილიასთან ისაუბრა და შემდეგ ვიდეო გამოქვეყნდა, თოფურიასთან ბრძოლის ჩანიშვნას ითხოვს.

მოგვიანებით X-ში პიმბლეტის ვიდეო გავრცელდა, სადაც ინგლისელი ამბობს: „ილიამ თქვა, რომ დამანოკაუტებს. მან ეს იმიტომ თქვა, რომ იცის, ამის გაკეთება არ შეუძლია. ამ პატარა ტიპს თავის ადგილს მივუჩენ. დანიშნეთ ორთაბრძოლა''.

ილიამ კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა, ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა, დაუმარცხებელია. თოფურიამ 17-დან 7 გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ასევე, ნოკაუტი ზედიზედ მესამე ჩხუბში შეასრულა. ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა გათიშა.

ილია პირველი ქართველია, ვინც UFC-ის ორი წონის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუჰამედ ალივით მოიქცა | დენამ ილია შეაქო და პიმბლეტის გამო გაბრაზდა
მუჰამედ ალივით მოიქცა | დენამ ილია შეაქო და პიმბლეტის გამო გაბრაზდა