20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

შემადგენლობა ირლანდიასთან მატჩისთვის - 10 მორაგბე შარშანდელი გუნდიდან

29 ივნისს, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას გამართავს. „უმცროსი ბორჯღალოსნების“ მეტოქე იტალიის ქალაქ კალვიზანოში, ირლანდიის ასაკობრივი გუნდი იქნება და შეხვედრის დაწყებამდე 48 საათით ადრე, მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ სათამაშო შემადგენლობა გამოაქვეყნა.

23-კაციან განაცხადში ათია ისეთი მორაგბე, რომელთაც ერთი წლის წინ გამართულ მსოფლიოს თასზე ასპარეზობის გამოცდილება აქვთ და ათიდან ცხრა მათგანი სასტარტოშია - ტატო ბურთიკაშვილი, ლუკა თაყაიშვილი, ნუგზარ ქევხიშვილი, ლუკა კეშელავა, გიორგი სპანდერაშვილი, ბაჩუკი ბარათაშვილი, მიხეილ ხახუბია, თემურ წულუკიძე და ანდრო დვალი საწყისი წუთებიდანვე ითამაშებენ, ხოლო შოთა ხელაძე სათადარიგო იქნება.

სათამაშო შემადგენლობა

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. დავით ბარამია (ტულონი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. სანდრო მესხიძე (არმია), 23. ნიკა აბესაძე (ლელო).

ცნობისათვის, 20-წლამდელთა ექვს ერზე ირლანდიის ნაკრებმა ბოლო ადგილი დაიკავა. „აირიშებისა“ და ქართველი 20-წლამდე მორაგბეების დაპირისპირება 29 ივნისს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაგბი ევროპის ჩემპიონატი | შემადგენლობები და ჯგუფები
რაგბი ევროპის ჩემპიონატი | შემადგენლობები და ჯგუფები