აკაკი ჯინჭარაძე
Aa
Aa

ჯინჭარაძის ორი ოქრო - წარმატება პარაძალოსნობაში

ჩინეთში მიმდინარე პარაძალოსნობის მსოფლიოს თასის გათამაშება აკაკი ჯინჭარაძისთვის წარმატებული გამოდგა. ქართველმა პარასპორტსმენმა, რომელიც +107 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, საუკეთესო შედეგი ორ დისციპლინაში აჩვენა.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში ჯინჭარაძე უნაკლო იყო და 217 კილოგრამი დაიმორჩილა, სამი მისვლის ჯამში კი 689 კილოგრამი დააფიქსირა და მსოფლიოს წამყვან სპორტსმენებს შორის უშეღავათო კონკურენციაში პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, როგორც ცალკეული გამოსვლის, ასევე სამივე დისციპლინაში მედლების გადაცემის დროს, ქართველი პარასპორტსმენი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

შეგახსენებთ, რომ ჯინჭარაძისთვის 2025 წელს ეს პირველი მასშტაბური წარმატება არ ყოფილა - მაისში გამართულ ანალოგიური რანგის შეჯიბრებაში, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა, აკაკიმ ასევე ორი ოქროს მედალი დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტული 2024 - ისტორიული პარალიმპიადა
სპორტული 2024 - ისტორიული პარალიმპიადა