ექვსი მედალი კონტინენტის პირველობაზე - მოჭიდავეების წარმატება
Aa
Aa

ექვსი მედალი კონტინენტის პირველობაზე - მოჭიდავეების წარმატება

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების მსგავსად, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმაც უმაღლეს დონეზე იასპარეზეს. მართალია, „კლასიკოსებისგან“ განსხვავებით მათ რიგებში ჩემპიონი ვერავინ გახდა, თუმცა ტურნირი 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით მაინც დაასრულეს.

გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს საბა მინდიაშვილი და მურთაზ ბაღდავაძე იყვნენ, რომლებიც 45 და 110 კილოგრამ წონით კატეგორიებში ასპარეზობდნენ. თუმცა, როგორც ერთი, ასევე მეორე ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე მეტოქეებთან, უმარ რაბადანოვთან და მაგომედრასულ ომაროვთან დამარცხდნენ.

მესამე საპრიზო ადგილი კი ერთბაშად ოთხმა ქართველმა მოჭიდავემ, თემურ თუთარაშვილმა (55 კგ), მათე ცინაძემ (60 კგ), კობა გოგუაძემ (71 კგ), და ელგუჯა ლომიძემ (92 კგ) დაიკავეს. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში თუთარაშვილმა უკრაინელი აბას ჰუსეინოვი დაამარცხა, ცინაძემ ბერძენ პავლოს ნტიანტიდისს აჯობა, გოგუაძემ გერმანელ ჯეისონ კელის მოუგო, ხოლო ლომიძე რუს ივან ვარანკოზე ძლიერი აღმოჩნდა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ 1 მედალი - ლუკა მაისურაძემ მსოფლიოზე ბრინჯაო მოიპოვა
კიდევ 1 მედალი - ლუკა მაისურაძემ მსოფლიოზე ბრინჯაო მოიპოვა