რომან დოლიძე, ენტონი ერნანდესი
Aa
Aa

„დოლიძე რთული მეტოქეა, მაგრამ დავამტკიცებ, რომ ტიტულს ვიმსახურებ“ - ენტონი ერნანდესი

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ენტონი ერნანდესმა თავის მომდევნო მეტოქეზე, რომან დოლიძეზე ისაუბრა.

„რთულია პროგნოზირება, როგორი ჩხუბი იქნება. დოლიძე რთული მეტოქეა, მან ეს ორ წონაში დაამტკიცა. ჩვენ ორივე ოქტაგონში ფინიშისთვის გავალთ - ეს ორივეს გვჭირდება, რათა სატიტულო ჩხუბზე გვქონდეს პრეტენზია.

დოლიძე ძალიან სახიფათოა როგორც ჭიდაობაში, ისე დგომში - ძლიერი დარტყმები აქვს. როგორც წესი, ფიზიკურად დიდი მებრძოლები ორი რაუნდის შემდეგ იღლებიან, ამიტომ მაღალ ტემპში უნდა ვეჩხუბო და დავღალო - ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ.

ვიცი, რომ სათანადოდ უნდა მოვეზმადო და ჩხუბს სრულ მზადყოფნაში შევხვდე. ვფიქრობ, ყველაფრისთვის მზად ვარ. ჩემი თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინო. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ტიტულისთვის მზად ვარ - ეს ყოველ ჩხუბში უნდა დავამტკიცო“.

ცნობისთვის, ენტონი ერნანდესი (14-2) ამჟამად საშუალო წონის მე-9 ნომერია. მისი და რომან დოლიძის ჩხუბი 9 აგვისტოს, ლას-ვეგასში გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩარლზი რომ ვიყო, ილიას ასე ვეჩხუბებოდი“ | რას ამბობს დემეტრიუს ჯონსონი
„ჩარლზი რომ ვიყო, ილიას ასე ვეჩხუბებოდი“ | რას ამბობს დემეტრიუს ჯონსონი