ალვარო კარერასი რეალში გადადის
Aa
Aa

ალვარო კარერასი რეალში გადადის

მადრიდის „რეალი“ ალვარო ფერნანდეს კარერასის ტრანსფერს უახლოეს საათებში გააფორმებს. ამის შესახებ COPE წერს.

გამოცემის ცნობით, „ბენფიკას“ 22 წლია მცველის ტრანსფერი ფინალურ ეტაპზე და შეთანხმება თავად ფეხბურთელთან უკვე მიღწეულია.

როგორც მოსალოდნელია, კარერასის ყიდვის შესახებ ოფიციალურად მას შემდეგ გამოცხადდება, რაც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პროცედურები დასრულდება.

სამეფო კლუბი უახლოეს დღეებში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ტრანსფერის შესახებაც გამოაცხადებს, რომლის კონტრაქტი 2030 წლამდე იქნება გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ კარერასმა მიმდინარე სეზონში 50 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. ის „ბენფიკას“ ღირსებას 2024 წლიდან იცავს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 28 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარიზული პროექტის სიმბოლო“ | რას წერს L'Equipe-ი კვარაცხელიაზე
„პარიზული პროექტის სიმბოლო“ | რას წერს L'Equipe-ი კვარაცხელიაზე