ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

გადაწყვეტილება მიღებულია | კვერნაძე პლეიაუტს გადაურჩა, ლოჩოშვილი სამპას ხვდება

იტალიის სერია B-ს პლეიაუტში, „ფროზინონე“ „სალერნიტანას“ უნდა შეხვედროდა. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, გიორგი კვერნაძისა და ლუკა ლოჩოშვილის გუნდების დაპირისპირება არ გაიმართება, რადგან „ბრეშას“ ქულები დააკლდა.

იტალიური გამოცემის მიხედვით, დღეს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურატურამ „ბრეშა“ ფინანსურ მაქინაციებსა და თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. კლუბს შეუძლია, სარჩელი გაასაჩივროს და სააპელაციო პროცესი ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება, მაგრამ პრაქტიკულად გამორიცხულია, რამე შეიცვალოს.

„ბრეშას“ 4 ქულა დააკლდა, რის შემდეგაც სერია C-ში გავარდა. სამაგიეროდ, ადგილის შენარჩუნების შანსი გაუჩნდა „სამპდორიას“, რომელიც ლოჩოშვილის „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება. კვერნაძის გუნდი კი პლეიაუტის გარეშე დარჩა.

საინტერესოა, რომ „ბრეშას“ პრობლემები რომ არა, „სამპდორია“ სერია C-ში პირველად გავარდებოდა. „სამპას“ გაუმართლა და ახლა კლუბზეა დამოკიდებული, საგზურს შეინარჩუნებს თუ არა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ენრიკეს ფილოსოფია ახალ დონეზე აიყვანა“ - CBS Sports ხვიჩას შესახებ
„ენრიკეს ფილოსოფია ახალ დონეზე აიყვანა“ - CBS Sports ხვიჩას შესახებ