პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონი | როგორი იყო კლუბების შემოსავალი
Aa
Aa

პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონი | როგორი იყო კლუბების შემოსავალი

The Athletic-მა 2024/25 წლების სეზონი შეაფასა და პრემიერ ლიგის კლუბებზე გააკეთა აქცენტი. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ გამოიანგარიშა საპრიზო თანხა, რომელიც პრემიერ ლიგის თითოეულმა კლუბმა ინგლისის ჩემპიონატში დაფიქსირებული შედეგებით გამოიმუშავა.

ყველაზე წარმატებული სეზონი „ლივერპულს“ ჰქონდა და The Athletic-ის მიხედვით, ჩემპიონობის წყალობით, მერსისაიდელებმა 181.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს. მეორე პოზიციას „არსენალი“ იკავებს (177.8 მილიონი გირვანქა სტერლინგი), მესამე კი „მანჩესტერ სიტია“ – 171.5 მილიონი.

„ჩელსიმ“, „ნიუკასლმა“ და „ასტონ ვილამ“ თითქმის ერთნაირი თანხა გამოიმუშავეს - 169.5, 165.8 და 164.8 მილიონი გირვანქა სტერლინგი. მე-12 ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 139.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო, ხოლო „ტოტენჰემმა“ – 130.4 მილიონი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია პრემიერ ლიგიდან გავარდნილი კლუბების მონაგარი, რაც ადასტურებს, რამდენად მდიდარია ინგლისის ჩემპიონატი. „ლესტერმა“ 119.2 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო, „იფსვიჩმა“ – 112.9, ხოლო „საუთჰემპტონმა“ – 110.9.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამ შეგრძნებას სიტყვებით ვერ აღვწერ | ხარებაშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე
ამ შეგრძნებას სიტყვებით ვერ აღვწერ | ხარებაშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე