14 წლის შემდეგ, მუსლერა გალათასარაის ტოვებს
ფერნანდო მუსლერა გალათასარაის ტოვებს. განცხადება კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
38 წლის ურუგვაელმა მეკარემ თურქულ კლუბში 14 სეზონი გაატარა, სადაც ის „ლაციოდან“ გადავიდა.
„გალათასარაის“ შემადგენლობაში მან 550 მატჩი ჩაატარა. ამ წლების განმავლობაში, მუსლერამ გუნდთან ერთად, თურქეთის ჩემპიონობა 8-ჯერ იზეიმა, ქვეყნის თასი 4-ჯერ, ხოლო სუპერ თასი 5-ჯერ მოიგო.
ურუგვაელი ფეხბურთელი ბოლო მატჩს ხვალ, „ბაშაქშეჰირის“ წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც ის „გალათასარაის“ ოფიციალურად დატოვებს.