მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

ალეგრი მილანის მწვრთნელობას დათანხმდა | Sportmediaset

მასიმილიანო ალეგრი „მილანის“ მწვრთნელობას დათანხმდა. ამის შესახებ Sportmediaset-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 57 წლის სპეციალისტი იტალიურ გრანდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ხელფასი კი სეზონზე 5 მილიონი ევრო იქნება.

მანამდე მედიაში დაიწერა, რომ ალეგრის „ნაპოლის“ თავკაცობა სურს, მაგრამ უკვე ცნობილი გახდა, რომ ანტონიო კონტე ნეაპოლში რჩება.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო „მილანს“ 2010-2014 წლებშიც წვრთნიდა, მისი ბოლო სამუშაო ადგილი კი „იუვენტუსი“ იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ უნდა შეაჩეროს ინტერმა პარიზელთა შეტევა | რას ამბობს მატეო დარმიანი
როგორ უნდა შეაჩეროს ინტერმა პარიზელთა შეტევა | რას ამბობს მატეო დარმიანი