მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

ალეგრიმ შესაძლოა მილანი ჩაიბაროს

„მილანმა“ შესაძლოა მთავარ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრი დანიშნოს, რომელიც ამ კლუბს 2010-2014 წლებში წვრთნიდა.

როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, ვინჩენცო იტალიანო, რომელიც პრიორიტეტულ სამიზნედ მიიჩნეოდა, „ბოლონიასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა.

ამის შემდეგ, „მილანი“ მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურაზე კონცენტრირდა. წყაროს ცნობით, თავად იტალიელი სპეციალისტი „ნაპოლისა“ და ანტონიო კონტეს ირგვლივ სიტუაციას აკვირდება.

პარასკევს, ნეაპოლელების თავკაცი და კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი შეხვედრას გამართავენ, სადაც მომავალი თანამშრომლობა იქნება განხილული - ალეგრი აპირებს, მოლაპარაკებების შედეგებს დაელოდოს.

თავის მხრივ, „მილანი“ მზადაა, მასიმილიანოს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს, რათა ის მთავარ მწვრთნელობაზე დაითანხმოს.

შეგახსენებთ, რომ 57 წლის სპეციალისტი ბოლოს „იუვენტუსს“ წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს თაობაზე პოზიცია შეცვალეს? | სენტ-ეტიენის ბარტერი სტრასბურგთან
ზურიკოს თაობაზე პოზიცია შეცვალეს? | სენტ-ეტიენის ბარტერი სტრასბურგთან