ფაბიო კაპელო
Aa
Aa

„ფაბრეგასი იდეალური კანდიდატურაა“ - კაპელო მილანის მომავალ მწვრთნელზე

მერვე ადგილი იტალიის ჩემპიონატში და ქვეყნის სუპერთასის სახით მოგებული ერთადერთი ტიტული - „მილანისთვის“ წლევანდელი სეზონი აშკარად წარუმატებელი იყო, რის გამოც მთავარი მწვრთნელის სერჟიო კონსეისაუს დარჩენა-არდარჩენის საკითხი დღის წესრიგში სრული სერიოზულობით სავსებით სამართლიანად დგას.

იტალიური სპორტული გამოცემები უკვე ერთხმად ამტკიცებენ, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელები კარისკენ უახლოეს დღეებში მიუთითებენ. ვინ არის კონსეისაუს შეცვლის ყველაზე კარგი კანდიდატი, ამასთან დაკავშირებით ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ვფიქრობ, რომ როსონერის შეფებმა თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ახლა, როდესაც ანტონიო კონტე მიუწვდომელია, ხოლო მასიმილიანო ალეგრი საქმიანობის განახლებაზე ჭოჭმანობს, „მილანისთვის“ იდეალური მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასი იქნება. „კომოს“ წლევანდელ ასპარეზობაში იგრძნობოდა, რომ ესპანელს ნათელი იდეები აქვს და მგონია, რომ ისეთი ტრადიციული კლუბის სათანადო გასაძღოლად, როგორიც „მილანია“, სესკი ბოლომდე მზად არის“.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელო „მილანის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელია - ის შავ-წითლებს 90-იანი წლების დასაწყისში ამზადებდა და 4-ჯერ სკუდეტო, 3-ჯერ იტალიის სუპერ თასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერ თასი მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ, ეს წარმოუდგენლად ჩანდა“ - კაპელომ ნაპოლიზე ისაუბრა
„კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ, ეს წარმოუდგენლად ჩანდა“ - კაპელომ ნაპოლიზე ისაუბრა