კიტეიშვილი მეორე ადგილზე გავიდა | Sky Austria-მ სეზონის მოთამაშე გამოავლინა
Sky Sport Austria-მ ავსტრიის ბუნდესლიგის 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვას ოთარ კიტეიშვილი ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდა, ხმათა 32 პროცენტი მიიღო (9, 973 ხმა). პირველი ადგილი ვენის „აუსტრიას'' ფეხბურთელმა დომინიკ ფიცმა დაიკავა (38 პროცენტი).
კიტეიშვილმა ამ სეზონში ინდივიდუალური პრიზი უკვე მოიგო, ავსტრიის ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ეს პრიზი მან 2023-24 წლების სეზონშიც მიიღო. სამწუხაროდ, Sky Sport Austria-ს გამოკითხვაში კიტეიშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.
ავსტრიის ბუნდესლიგის 2024-25 წლების სეზონში 32 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონატის ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით ასეთი შედეგიანი სეზონი არ ჰქონია, ეს მისი პირადი რეკორდია. ასევე აღსანიშნავია, რომ „შტურმი'' ზედიზედ მეორედ ბუნდესლიგის გამარჯვებული გახდა, რაშიც ქართველის წვლილი საკმაოდ დიდია.
29 წლის ნახევარმცველს „შტურმთან’’ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მონაცემებით, კიტეიშვილის სატრანსფერო თანხა 5 მილიონი ევროა.