„ალბათ კიდევ ერთი მარცხის ეშინია“ - გამროტი ცარუკიანის უარზე
მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერი არმან ცარუკიანი ბოლო პერიოდში ყველასთვის კარგად ცნობილი მიზეზების გამო, UFC-ის ხელმძღვანელების სიმპათიებით ვერ სარგებლობს. 2025 წლის იანვარში სომეხი მებრძოლი ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ორთაბრძოლას არცთუ დამაჯერებელი არგუმენტით ჩაეხსნა, რითაც ნომერ პირველი კონტენდერის სტატუსი დაკარგა.
არმანი ამ ყველაფერს შეგუებული იყო, თუმცა როგორც თავად აღნიშნა, შეურაცხყოფილი დარჩა მატეუშ გამროტთან ჩხუბის ჩანიშვნის შეთავაზებით, რადგან ის ფიქრობს, რომ ტოპ-ხუთულის რომელიმე წევრთან დაპირისპირებას იმსახურებს. ცარუკიანის უარს სულ სხვა მიზეზს უძებნის პოლონელი მებრძოლი და თვლის, რომ არმანს მისი ეშინია.
მათეუშ გამროტი
UFC-ის ხელმძღვანელები პირადად მესაუბრნენ და მითხრეს, რომ მათთვის საინტერესო იქნებოდა ჩემი და ცარუკიანის დაპირისპირება. ამ ყველაფერმა ძალიან გამაბედნიერა, რადგან არმანი რეიტინგის პირველი ნომერია და მასთან შეხვედრა ჩემთვის ბევრი რამის მომცემი იყო.
თუმცა, სამწუხაროდ ცარუკიანმა ბრძოლაზე უარი განაცხადა და ყველაფერი ამით დასრულდა. მიზეზად ის მოიყვანა, რომ ის უკეთეს მოწინააღმდეგეს იმსახურებს, მაგრამ მე მგონია, რომ მას ჩემთან კიდევ ერთი მარცხის შეეშინდა. არა უშავს, ახლა განვაგრძობ ოპონენტის ძებნას და იმედია ვიპოვი.
ცნობისათვის, არმან ცარუკიანი და მატეუშ გამროტი 2023 წლის ივნისში შეხვდნენ და მაშინ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით პოლონელმა გაიმარჯვა.