ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

უნგრეთის ჩემპიონი მექვაბიშვილის შეძენას გეგმავს

რუმინული „კრაიოვა უნივერსიტატია“ ქართველი ნახევარმცველის ანზორ მექვაბიშვილის მიმართ სატრანსფერო ბაზარზე ინტერესი გაზრდილია. 23 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა ზაფხულში ჩემპიონატი შეიცვალოს.

Prosport-ის ცნობით, უნგრეთის ჩემპიონი და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „ფერენცვაროში“ მექვაბიშვილის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს და მას კარგა ხანია აკვირდება.

„კრაიოვამ“ მექვაბიშვილი 2024 წლის იანვარში შეიძინა და თბილისის „დინამოს“ მის სანაცვლოდ 750 000 ევრო გადაუხადა. ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდე გაუფორმეს და გამოსასყიდ თანხად 1.2 მილიონი ევროა მითითებული.

„ფერენცვაროში“, რომელიც უნგრეთის მოქმედი ჩემპიონია (და ამჟამადაც ლიდერობს) შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და საყრდენ ზონაში მექვაბიშვილს შესაფერის კანდიდატად თვლის.

რაც შეეხება მექვაბიშვილს, მან მიმდინარე სეზონში „კრაიოვას“ მაისურით 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლიგის ფინალისკენ მიმავალ გზაზე კვარას გავლენა აბსოლუტურია...“
„ლიგის ფინალისკენ მიმავალ გზაზე კვარას გავლენა აბსოლუტურია...“