სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

„სანდრო დიდი ჩემპიონია“ - იტალიელი მოფარიკავე ბაზაძეზე

20 ივლისიდან 30 ივლისამდე თბილისი ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც პლანეტის გამორჩეული მოფარიკავეები 158 ქვეყნიდან ჩამოვლენ და უძლიერესების გამოსავლენად სპორტის ამ სახეობის სხვადასხვა დისციპლინაში იბრძოლებენ. ხმლით ფარიკაობის ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება ევროპის პირველობის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის პრიზიორი სანდრო ბაზაძე, რომელიც ამჟამად სამხრეთ კორეაში იმყოფება და ხვალ მსოფლიო გრან პრიზე იასპარეზებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების განსახილველად კი, თბილისში იმყოფება სანდრო ბაზაძის იტალიელი პირადი მწვრთნელი ლუიჯი ტარანტინო და ფიზიკური მომზადების სპეციალისტი ფრანჩესკო აკილი. ტარანტინომ პლანეტის პირველობის წინ, გასავლელი შეკრების დაგეგმვის გარდა, სანდროს კონდიციებზე ისაუბრა და ის ასე დაახასიათა:

„სანდრო არის ადამიანი, რომელიც ჩემპიონობისთვის არის დაბადებული. ის ფიზიკურ კონდიციებს თანდათან იუმჯობესებს და მჯერა, რომ ზაფხულში თბილისში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას შეძლებს. რაც შეეხება ოლიმპიურ თამაშებს, იქ გასამარჯვებლად, ფიზიკურთან ერთად, მენტალური სიძლიერეც საჭიროა. დამიჯერეთ, მე და სანდრო ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლოს-ანჯელესში სანუკვარ მიზანს მივაღწიოთ“.

ცნობისათვის, წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა, რომელიც 2023 წელს იტალიაში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ერთი მედლით დაასრულა - სანდრო ბაზაძე ვერცხლის პრიზიორი გახდა.   

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ირმა ხეცურიანის მორიგი ოქრო - პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასზე გაიმარჯვა
ირმა ხეცურიანის მორიგი ოქრო - პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასზე გაიმარჯვა