სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

მსოფლიო თასის წინ - ბაზაძემ ლიდერობა შეინარჩუნა

2025 წლის ზაფხულში თბილისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგებული ოქროს მედლის შემდეგ, სანდრო ბაზაძე მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგში წამყვან პოზიციას არ თმობს. ტუნისის გრან პრიზე 32 წლის ქართველ სპორტსმენს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა განსაკუთრებული შედეგები ვერც მისმა კონკურენტებმა აჩვენეს, რის გამოც სანდრომ პირველი პოზიცია შეინარჩუნა.

ლიდერის რანგში მყოფ ბაზაძეს 224,000 ქულა აქვს და მართალია ამდენივე ქულა აქვს ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს, თუმცა სანდრო მას დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის. ლიდერთა დუეტს საგრძნობლად ჩამორჩებიან მესამე-მეხუთე ადგილებზე მყოფი ფრანგი სებასტიან პატრისი (178,000 ქულა), უნგრელი კრისტიან რაბი (173,000 ქულა) და ეგვიპტელი აჰმედ ჰეშამი (170,000 ქულა). ბაზაძისთვის 2026 წლის პირველი ტურნირი ამერიკის ქალაქ სოლტ-ლეიკ სიტიში გასამართი მსოფლიოს თასი იქნება, რომელიც სტარტს ხვალ აიღებს.

ცნობისათვის, სანდრო ბაზაძეს კარიერის მანძილზე ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატი, ორჯერ ევროპის პირველობა და ერთხელ ევროპული თამაშები აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ნომერი მსოფლიოში - ბაზაძის პროგრესი რეიტინგში
პირველი ნომერი მსოფლიოში - ბაზაძის პროგრესი რეიტინგში