სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

მსოფლიოს ჩემპიონის მორიგი აღიარება - ბაზაძე მშობლიურ ქალაქში დააჯილდოვეს

სანდრო ბაზაძე საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენად როგორც ჩვენი ქვეყნის სპორტის სამინისტროს, ასევე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით დასახელდა. გასულ წელს მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის კი 32 წლის ქართველი მოფარიკავე ამჯერად თავის მშობლიურ ქალაქში დააჯილდოვეს.

ქუთაისში, ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელებმა 2025 წელი შეაჯამეს და გამორჩეული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია ჩაატარეს. ბუნებრივია წლის საუკეთესო ქუთაისელი სპორტსმენი სწორედ ბაზაძე გახდა, რომელმაც ჯილდოების მდიდარი კოლექცია ივლისში თბილისში გამართული პლანეტის პირველობის ოქროს მედლით შეივსო. პრიზის გარეშე არც სანდროს მამა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე დარჩენილა, რომელიც საუკეთესო ქუთაისელ მწვრთნელად დასახელდა. ოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ქუთაისელად ძიუდოისტი საბა ინანეიშვილი, ხოლო არაოლიმპიურ სახეობებში მკლავჭიდელი ავთანდილ თუთბერიძე აღიარეს.

ცნობისათვის, ასევე გამოვლინდნენ ლაურეატები სხვადასხვა ნომინაციაში - გამორჩეულ პარასპორტსმენად მკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე, საუკეთესო ქალ სპორტსმენად ძალოსანი ნანა ხორავა, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად მოკრივე დავით მხეცაძე, საუკეთესო ვეტერან სპორტსმენად მოჭიდავე გოჩა კირკიტაძე, ხოლო საუკეთესო გუნდად საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010“ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა