თორნიკე შენგელია, ეთერ ლიპარტელიანი, სანდრო ბაზაძე, ვახტანგ ლოლუა, ინგა გურგენიძე
Aa
Aa

ბაზაძე და ლიპარტელიანი - სეოკ-ის წლის ლაურეატები

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2025 წელი შეაჯამა. საანგარიშო სესიის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინეს. ვაჟებს შორის წლის საუკეთესო სპორტსმენად სანდრო ბაზაძე, გოგონებში კი ეთერ ლიპარტელიანი აღიარეს. პირველი მათგანი მსოფლიოს ჩემპიონი ფარიკაობაში, მეორე კი ძიუდოში გახდა.

ძიუდოისტების ტრიუმფი მხოლოდ ლიპარტელიანის დასახელებით არ ამოწურულა - საუკეთესო გუნდისთვის განკუთვნილი პრიზი საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო, რომელიც როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე შერეული გუნდური პირველობის გამარჯვებული გახდა. ქალ ძიუდოისტთა ნაკრების დამრიგებელი კახა მოცრაძე კი წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

ისევე როგორც წინა წლებში ამჯერადაც იყო გამოვლენილი ნომინაცია „წლის აღმოჩენა ოლიმპიური იმედის“ ლაურეატი, სადაც ფიგურული მოციგურავე ინგა გურგენიძე და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა გამოარჩიეს. სპორტის ზამთრის სახეობებში საუკეთესო სპორტსმენებად ფიგურული მოციგურავეები ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, სათამაშო გუნდურ სახეობებში კი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ნომერი მსოფლიოში - ბაზაძის პროგრესი რეიტინგში
პირველი ნომერი მსოფლიოში - ბაზაძის პროგრესი რეიტინგში