მეორე ქართველი კახიანის შემდეგ - ბარბარე მებუკე შტატებში
Aa
Aa

მეორე ქართველი კახიანის შემდეგ - ბარბარე მებუკე შტატებში

ქართველი დაშნით მოფარიკავე ბარბარე მებუკე სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ნოტრდამის უნივერსიტეტში განაგრძობს. ეროვნული ნაკრების წევრს ბოლოდროინდელმა სპორტულმა შედეგებმა მისცა საშუალება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის პროგრამაზე გამოცდები ჩაებარებინა და დაფინანსების მოპოვებაც შეძლო.

ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ვარჯიში წლების წინ თბილისში სერგო ხატიაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო, რომელიც ამჟამად ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს. პირველ დიდ წარმატებას შარშან მიაღწია, როდესაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში მოხვდა. გარდა ამისა, ბარბარე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორია.

ცნობისათვის, ქართული ფარიკაობის ისტორიაში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით სპორტსმენს ეძლევა საშუალება, ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლოს. პირველად ეს თეოდორა კახიანმა შეძლო, რომელმაც პენსილვანიის უნივერსიტეტი დაამთავრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ურუშაძის ისტორიული ჩემპიონობა - თბილისში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს
ურუშაძის ისტორიული ჩემპიონობა - თბილისში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს