რონალდუს "რეალში" დარჩენა სურს
კრიშტიანუ რონალდუმ თავისი მომავლის შესახებ პრესასთან კომენტარი გააკეთა.
„რა თქმა უნდა, მე აქ დარჩენა მსურს, რადგან ეს კლუბი მიყვარს.
მომწონს მადრიდში ცხოვრება, სადაც 2009 წლიდან ვარ და გარემოსა და საზოგადოებას ძალიან შევეჩვიე.
ამასთანავე პორტუგალიასთან ახლოსაა და იქ მანქანით წასვლაც შემიძლია. ერთი სიტყვით, ესპანეთი შესანიშნავი ქვეყანაა.
სიმართლე გითხრათ, ფეხბურთში დარჩენა 41 წლის ასაკამდე მინდა, თუმცა ვიცი, რომ ეს ძალიან რთული იქნება.
მწვრთნელობა ჩემს გეგმებში არ შედის, მაგრამ ადამიანები თავიანთ გადაწყვეტილებას ხშირად ცვლიან, ასე რომ, ვნახოთ“.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს „რეალთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.