კარიმ ადეიემი
Aa
Aa

ოფიციალურად - კარიმ ადეიემი ბარსელონას ფეხბურთელია

კარიმ ადეიემი „ბარსელონას“ ფეხბურთელია - კატალონიურმა კლუბსა და „დორტმუნდს“ შორის შეთანხმება მიღწეულია, 24 წლის გერმანელი შემტევი კი ჰანსი ფლიკის გუნდში ითამაშებს.

როგორც „ბარსელონას“ ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ადეიემიმ კატალონიურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცნობილი სატრანსფერო ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ბარსა“ „დორტმუნდს“ ადეიემის სანაცვლოდ 22 მილიონ ევროს გადაუხდის, 7 მილიონი ევრო კი სხვადასხვა ბონუსის სახით არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, ფეხბურთელის მომდევნო ტრანსფერიდან გერმანული კლუბი 35%-ს მიიღებს.

კარიმ ადეიემის „ლიფერინგში“ და „რედ ბულ ზალცბურგში“ უთამაშია, „დორტმუნდის“ ღირსებას კი 2022 წლიდან იცავდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი სწორედ ჰანსი ფლიკის მწვრთნელობისას შედგა. სულ ადეიემის „ბუნდესტიმის“ მაისურით 11 მატჩი აქვს ჩატარებული - მის ანგარიშზე 1 გოლია.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში ადეიემი „ბლაუგრანას“ მეორე შენაძენია. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კატალონიელებმა ინგლისელი გარემარბი ენტონი გორდონი გაიფორმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფერან ტორესი პსჟ-ში გადასვლაზე თანახმაა
ფერან ტორესი პსჟ-ში გადასვლაზე თანახმაა