ჟოან ლაპორტა, ხულიან ალვარესი
Aa
Aa

Marca: ბარსა დარწმუნებულია, რომ ალვარესის ტრანსფერს დახურავს

„ბარსა“ დარწმუნებულია, რომ ხულიან ალვარესის ტრანსფერის ბოლომდე მიყვანას შეძლებს. იმფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.

კლუბში მიიჩნევენ, რომ ზეწოლისა და ლოდინისგან შემდგარი ტაქტიკა, შედეგს მალე გამოიღებს, მიუხედავად იმისა, რომ „ატლეტიკო“ ჯერ კვლავ უარზეა.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა თვლის, რომ გადამწყვეტი როლი შესაძლოა თავად ფეხბურთელის მხრიდან ზეწოლამ ითამაშოს. წყაროს ინფორმაციით, ალვარესი განიხილავს შესაძლებლობას, არ გამოცხადდეს 10 აგვისტოს დაგეგმილ პირველ ვარჯიშზე, რაც „ატლეტიკოსთვის“ მკაფიო მესიჯი იქნება.

არგენტინელის სურვილის გარდა, გადავიდეს „ბარსელონაში“, კლუბი ზეწოლის ინსტრუმენტად ასევე იყენებს იმ ფაქტსაც, რომ 100 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება დროში შეზღუდულია. „ბარსელონაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ დროთა განმავლობაში „ატლეტიკო“ მაინც დათმობს პოზიციებს.

მადრიდულ კლუბში კვლავ ხისტ პოზიციას ინარჩუნებენ და მოთამაშის გაყიდვაზე უარს ამბობენ. ყველაფერი უახლოეს 10 დღეში გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები