Aa
Aa

"ჩელსი" და ლუის ენრიკე სულ უფრო რეალური ხდება

Daily Mail-ის ინფორმაციით, ზაფხულში ლონდონის "ჩელსის" ანტონიო კონტე დატოვებს და მისი პოსტის დაკავების ყველაზე რეალური კანდიდატი "ბარსელონას" ყოფილი თავკაცი ლუის ენრიკე იქნება.

ასტურიელ სპეციალისტამდე დასახელდა მასიმილიანო ალეგრისა და დიეგო სიმეონეს სახელები, თუმცა "არისტოკრატებმა" მათი გადმობირება ვერ შეძლეს.

წყაროს მტკიცებით, ლუის ენრიკე "ლურჯების" თავკაცის პოსტის დაკავების ნომერ პირველ კანდიდატად რჩება.

შეგახსენებთ, რომ ენრიკემ "ბარსელონა" გასული სეზონის ბოლოს დატოვა. კატალონიაში 3 წლიანი მუშაობის შედეგად, მან "ბლაუგრანას" 9 ტიტული მოაგებინა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა (2).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები