Aa
Aa

"მირჩევნია არგენტინაში მიწა დავამუშაო" - იქ სადაც პოჩეტინო არასდროს იმუშავებს

"ტოტენჰემის" არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო, თავისი შედეგებისა და სტილის გამო გრანდების ინტერესთა სფეროშია და ისინი მის გადაბირებას ზაფხულში შეეცდებიან.

თავად პოჩეტინომ პრესასთან საუბრისას ის გუნდები დაასახელა, რომელთა გაწვრთნასაც არასდროს აპირებს.

"შემიძლია გითხრათ, რომ "ბარსელონასა" და "არსენალს" არასდროს გავწვრთნი. მე, ჩემი ღირებულებები მაქვს და ეს პირადი გადაწყვეტილებაა. სხვა გუნდებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არსებობენ კლუბები, რომლებშიც მუშაობას მირჩევნია არგენტინაში მიწა დავამუშაო".

როგორც ცნობილია, პოჩეტინოს გადაბირების სურვილი მადრიდის "რეალს" აქვს და ისინი ზაფხულში მის გადაბირებას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები