სავარაუდო ტრანსფერები NBA-ში
Aa
Aa

სავარაუდო ტრანსფერები NBA-ში

2018 წელს გაცვლებისთვის განკუთნილი დრო საკალათბურთო ასოციაციაში ნელ-ნელა იწურება, 8 თებერვალი არც თუ ისე შორსაა და ჯერ-ჯერობით არცერთი ხმაურიანი ტრანსფერი არ განხორციელებულა. თუმცა, რამდენიმე გაცვლაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„კლივლენდ კავალიერსს“ 
უკანა ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. აიზეა ტომასს ფორმის აღსადგენად და „კლივლენდის“ შეტევით სქემაში საკუთარი ადგილის საპოვნელად დრო სჭირდება, დერიკ როუზი კი ისევ ტრავმიანობს. სწორედ ამიტომ „კავალიერსი“ ჯორჯ ჰილის დამატებას აქტიურად ცდილობს და სავარაუდოდ გაცვლაში იმან შამპერტს და ჩენინგ ფრაის ჩართავს. 


„ჰორნეტსი“ საკუთარი ვარსკლავის, კემბა ვოკერის გაცვლის შესახებ სავარაუდო წინადადებებს განიხილავს. მიუხედავად იმისა რომ თავად კემბას „ჰორნეტსში“ დარჩენა 
სურს. მას მხარს მაიკლ ჯორდანიც უჭერს. ასე რომ, როგორც ჩანს გუნდს აშკარად სხვა მიზნები აქვს.


დეანდრე ჯორდანისა და ლუ უილიამსის გადმობირება „კლივლენდს“ და „ლეიკერსს“ სურს.

„გოლდენ სტეიტს“ ჯორდან ბელის ტრამვის შემდეგ წინა ხაზის გაძლიერების 
დიდი სურვილი აქვს, სავარაუდო კანდიდატურებად კი ვილი ჰერნანგომესსა და კაილ ოქუინს განიხილავს.

„დეტროიტ პისტონსი“ და „ნიუ ორლეან პელიკანსი“ „ბრუკლინ ნეტსის“ მსუბუქი ფორვარდით, დემარი კეროლით არიან დაინტერესებულები. თუმცა „ბრუკლინის“ პოლიტიკას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც დრაფტის უფლებებზეა ორიენტირებული, სახელფასო ჭერის ლიმიტიდან გამომდინარე, რთულია რომელიმე გუნდმა კეროლის გადაბირება შეძლოს.

ამერიკულ პრესაში კიდევ ერთი სატრანსფერო მითქმა-მოთქმა მიმდინარეობს, რომლის თანახმადაც „საკრამენტო კინგსი“ მზადაა სკალ ლაბისიესა და მალაჩი რიჩარდსონის გაცვლის თაობაზე წინადადებები განიხილოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები