"ბარსა" არტურს შეუთანხმდა - შემდეგი "გრემიოა"
ესპანური Mundo-ს ინფორმაციით, „ბარსელონა“ „გრემიოს“ ბრაზილიელი ნახევარმცველის არტურის შეძენას კვლავ ცდილობს.
როგორც წყარო ამტკიცებს, „ბარსამ“ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, თუმცა წინაღობად „გრემიო“ რჩება, რომელიც არტურის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს.
„ბლაუგრანას“ სურს, რომ 21 წლის შუახაზელი ხელში 25 მილიონ ევროდ ჩაიგდოს, რის შემდეგაც ისინი ფეხბურთელს 1 წლიანი იჯარით ბრაზილიაში დატოვებენ.
რამდენად აწყობს ასეთი პირობები „გრემიოს“, ეს ჯერ ცნობილი არ გახლავთ, თუმცა ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ არტური „გრემიოს“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 40 შეხვედრაში 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.