"ამას ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ" - ვინ არის 20 წლის ტალანტი, რომლის შეძენასაც "რეალი" გეგმავს
Goal-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ არგენტინული „რასინგის“ 20 წლის ფორვარდით ლაუტარო მარტინესით ინტერესდება.
20 წლის ტალანტმა ამის შესახებ თავად ისაუბრა და ემოციები ვერ დამალა.
“დღეს დილით „რეალის“ ინტერესის შესახებ გავიგე და ამას ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია“.
ლაუტარო მარტინესის შეძენა ამ ზამთარს მადრიდის „ატლეტიკოს“ სურდა და მის გაფორმებასთან ახლოსაც იყო, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
როგორც ცნობილია, „რეალი“ ბენზემას გაშვებას გეგმავს და ცენტრფორვარდის ძიებაშია. მარტინესი კი სამომავლო გეგმებში იდეალურად ჯდება.
შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესი „რასინგის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 32 შეხვედრაში 10 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.