არსენ(ალ)ი ფინალშია!..
Aa
Aa

არსენ(ალ)ი ფინალშია!..

„არსენალსა“ და „ჩელსის“ შორის კიდევ ერთი ლონდონური დერბი შედგა ინგლისის ლიგის თასზე.

პირველი მატჩი, რომელიც „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა, გატანილი გოლის გარეშე დასრულა, რაც მცირე უპირატესობას „მეთოფეებს“ ანიჭებდა.

შეხვედრის დებიუტში გუნდებმა გოლები გაცვალეს - მე-7 წუთზე „ჩელსი“ ედენ აზარმა დააწინაურა, რასაც მე-12 წუთზე რუდიგერის ავტოგოლი და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა.

ამ ანგარიშზე შემდეგ ეტაპზე „ჩელსი“ გადიოდა, შესაბამისად, მეორე ტაიმში ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ და მე-60 წუთზე გრანიტ ჯაკას მიერ გატანილი გოლით ლიგის თასის ფინალის საგზური მოიპოვეს.

ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 25 თებერვალსაა დაგეგმილი, „არსენალი“ „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები