უსიკისა და დუბუას ჩხუბი შესაძლოა უებლიზე გაიმართოს | Sky Sports
სუპერ მძიმე წონაში უკრაინელი მსოფლიო ჩემპიონის, ოლექსანდრ უსიკისა და IBF-ს ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონის, დანიელ დუბუას ჩხუბი შესაძლოა უემბლის სტადიონზე გაიმართოს.
Sky Sports-ის წყაროს ცნობით, სწორედ ბრიტანელი მოკრივე იქნება უსიკის ყველაზე სავარაუდო მეტოქე, მის მომდევნო ბრძოლაში.
დუბუა ტიტულის დაცვას, 22 თებერვალს, ექს ჩემპიონ, ჯოზეფ პარკერთან გეგმავდა, თუმცა ავადმყოფობის გამო, ტურნირში მონაწილეობა ვერ მიიღო და ის აფრიკელმა მარტინ ბაკოლემ შეცვალა.
უსიკი-დუბუას ბოლო ჩხუბი 2023 წლის აგვისტოში, პოლონეთში გაიმართა და უკრაინელის გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს, უსიკმა ტაისონ ფიური მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და WBA-ის, WBC-ის, WBO-ს, IBO-სა და Ring-ის საჩემპიონო ქამრები შეინარჩუნა.
გეტყვით ასევე, რომ უსიკმა ტაისონი ზედიზედ მეორედ დაამარცხა, კარიერაში კი რიგით 23-ე გამარჯვება იზეიმა, თანაც ისე, რომ არასდროს დამარცხებულა.