დენა უაითი
Aa
Aa

უაითი კრივის ახალ ორგანიზაციაზე: იქ MMA-ს მებრძოლებს ვერასდროს ნახავთ

დენა უაითმა კრივის ახალ ორგანიზაციაზე ილაპარაკა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოყალიბდა.

UFC-ს პრეზიდენტის განმარტებით, ამ ლიგაში MMA-ს მებრძოლები არ იქნებიან.

„არა, MMA-ს მებრძოლებს იქ არასდროს იხილავთ. კარგად ვიცი, რომ ბევრი რინგზე გამოსვლაზე ოცნებობს, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს. MMA-ს მებრძოლები MMA-ში დარჩებიან, მოკრივეები კი - კრივში“, - თქვა უაითმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია TKO Group-მა, რომელშიც UFC და WWE შედიან, საუდის არაბეთის გართობის სამმართველოსთან, კრივის ახალი პრომოუშენის შექმნის შესახებ, მრავალწლიანი შეთანხმება გააფორმა.

ლიგის სახელი ჯერჯერობით არ ვრცელდება. რაც შეეხება პირველ ღონისძიებას, ის 2026 წელს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაიკ პერიმ საკუთარი პრომოუშენი შექმნა
მაიკ პერიმ საკუთარი პრომოუშენი შექმნა