ლადო ხინჩეგაშვილი
Aa
Aa

მოკაევი VS ხინჩეგაშვილი | Hype Fighting-მა თბილისში ბრძოლა ჩანიშნა

ორგანიზაცია Hype Fighting Championship-ის შეჯიბრს 19 სექტემბერს თბილისი უმასპინძლებს. ოფიციალურად მუჰამედ მოკაევის მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება.

უმსუბუქეს წონაში მოკაევი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, MMA-ში მის ანგარიშზე ზედიზედ 16 გამარჯვებაა. მისი დაპირისპირება ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონთან დიდ ინტერესს იწვევს.

შეჯიბრი Submission Only-ს წესებით გაიმართება. გრეპლინგსა და ჯიუ-ჯიცუში ისეთი ფორმატია, სადაც გამარჯვების ერთადერთი გზა მეტოქის დანებებაა (მტკივნეული ან მგუდავი ილეთით), ქულები არ იწერება, მსაჯების გადაწყვეტილება არ არსებობს. ასევე გეტყვით, რომ თუ გამოყოფილ დროში არცერთი არ დანებდა, ფრე ფიქსირდება, თუმცა ზოგჯერ დამატებითი დრო ინიშნება.

მოკაევთან ბრძოლამდე ხინჩეგაშვილი 23 აგვისტოს RAF 12-ზე გამოვა, ქართველის მეტოქე ჯესი უეინ მენდესია. მათი დაპირისპირება ღონისძიების მესამე ბრძოლადაა ჩანიშნული.

Hype Fighting Championship-ის ღონისძიებაზე ხინჩეგაშვილის გარდა კიდევ ორი ქართველი გამოვა. გრეპლინგში ლევან ჩოხელის მეტოქე სომეხი ედუარდ ვართანიანია, ბრძოლა Submission Only-ის წესებით გაიმართება. ასევე, ლაშა მესხი შიშველი მუშტების ბრძოლაში უზბეკ დილშოდბეკ მადალიევს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები