„ნამდვილი იდიოტია“ - პიმბლეტმა პორიეზე ისაუბრა
დასტინ პორიემ გულშემატკივარს უკვე დიდი ხნის წინ აცნობა, რომ ზაფხულში კარიერაში ბოლო ბრძოლას გამართავს, თუმცა მისი მეტოქის შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. სანამ დენა უაითი ამ ყველაფერთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, პორიეს გამოსამშვიდობებელი ჩხუბისთვის საკუთარი თავი ბევრმა მებრძოლმა შესთავაზა და მათ შორის იყო პედი პიმბლეტიც, რაზეც მან ასეთი პასუხი მიიღო, რომ ბოლო ბრძოლის ჩატარება არა მისი დონის სპორტსმენთან, არამედ ლეგენდასთან სურდა. ბუნებრივია, ამ ყველაფრით გაბრაზებულმა ბრიტანელმა პორიე საჯაროდ გააკრიტიკა.
რას ამბობს პიმბლეტი
თავის უკანასკნელ ბრძოლაში იმდენად კარგად გამოიყურებოდა, ვფიქრობ კარიერას არ უნდა ასრულებდეს. თუ კარგ ფორმაში იმყოფები, ვერ ვხვდები, რატომ უნდა წახვიდე? პორიე ნამდვილი იდიოტია. ვაღიარებ, ნამდვილად მსურდა მასთან ჩხუბი და დარწმუნებული ვიყავი, რომ დავამარცხებდი, თუმცა უარი მივიღე.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების მხრიდან ყურადღების მიქცევის მიზნით, ილია თოფურიას გაკრიტიკება რამდენჯერმე სცადა, თუმცა ქართველი ჩემპიონი სიმშვიდეს ინარჩუნებს და მისთვის პასუხის გაცემას არ აპირებს.