ოფიციალურად: მასკერანომ "ბარსელონა" დატოვა!
კატალონიის „ბარსელონამ“ ხავიერ მასკერანოს გუნდიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
„ბლაუგრანას“ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელისათვის ხვალ სპეციალური გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება.
ხავიერ მასკერანო კლუბში 2010 წელს „ლივერპულიდან“ მივიდა და მისი მაისურით 334 შეხვედრა ჩაატარა.
ესპანური პრესის თქმით, მასკერანო კარიერას ჩინურ „ჰებეიში“ გააგრძელებს, რომლის თავკაციც „რეალისა“ და „სიტის“ ყოფილი დამრიგებელი მანუელ პელეგრინია.