„ჩვენი ფიქრები დიდიესთან არის“ - დეშამის ასისტენტის კომენტარი
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, გი სტეფანიმ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურში ნორვეგიასთან 4:1 გამარჯვების განვლილი მატჩი შეაფასა და დიდიე დეშამის შესახებაც ისაუბრა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა და ამის გამო, დროებით საფრანგეთში დაბრუნება მოუწია.
რას ამბობს სტეფანი:
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ფიქრები ახლა დიდიესთან არის. მოუთმენლად ველით მის დაბრუნებას და ხვალინდელ ვარჯიშზე ის უკვე ჩვენთან ერთად იქნება.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. გუნდმა თამაშისგან სიამოვნება მიიღო, დიდი ინტენსივობითა და ბევრი მომენტით. ოთხი გოლი გავიტანეთ. უსმანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, დეზირე დუემ კი კარიერაში თავით პირველი გოლი გაიტანა. ეს ყველაფერი პოზიტიური მომენტებია და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი განვითარება.
მიუხედავად ამისა, იყო ეპიზოდებიც, როდესაც საუკეთესოდ არ გვიმოქმედია და ეს უნდა გამოვასწოროთ. რაც უფრო წინ წავალთ ტურნირზე, მით უფრო ძლიერები იქნებიან მეტოქეები. სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ.
კმაყოფილები ვართ, დავტკბებით ამ გამარჯვებით, მაგრამ უკვე ხვალ დიდიესთან ერთად სამუშაოს ვუბრუნდებით“.
ნორვეგიასთან გამარჯვებით, საფრანგეთის ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და I ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე პოზიციაზე 6 ქულით ნორვეგია გავიდა, მეამე ადგილზე 3 ქულით სენეგალი, ბოლო მე-4 ადგილზე კი 0 ქულით ერაყი.