კილიან მბაპე, უსმან დემბელე
Aa
Aa

დემბელეს ჰეთ-თრიკი და აღნიშვნა კვარას სტილში - საფრანგეთმა ნორვეგია დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატზე I ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. საფრანგეთის ნაკრებმა მთავარ კონკურენტ ნორვეგიას 4:1 მოუგო.

სკანდინავიელებმა მარცხზე ხელი თავიდანვე მოაწერეს და სათამაშოდ მეორე შემადგენლობით გავიდნენ.

პირველი ტაიმი უსმან დემბელეს ბენეფისად იქცა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. კილიან მბაპემ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ნორვეგიელებმა ასგორი ერთი გოლით უპასუხეს.

აღსანიშნავია, რომ დემბელემ მესამე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას სტილში აღნიშნა.

მეორე ტაიმში ლარსენმა პენალტი გააფუჭა. შეხვედრას წერტილი დეზირე დუემ დაუსვა, რომელმაც ბრედლი ბარკოლას გადაცემით კარიერაში თავით პირველი გოლის გატანა მოახერხა და თან მსოფლიო ჩემპიონატზე.

ჯგუფში მეორე მატჩში სენეგალმა კაცნაკლულ ერაყს 5:0 მოუგო და მესამეადგილოსნებს შორის კომფორტული პოზიცია დაიკავა.

ბოლოს გეტყვით, რომ ფრანგების მეტოქე 1/16-ფინალში შვედეთი იქნება. ნორვეგია კი კოტ დივუარს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები