თბილისის დინამომ 23 წლის გვინეელი ფორვარდი წარადგინა
თბილისის „დინამომ“ 23 წლის გვინეელი ფორვარდი ალგასიმ ბა ოფიციალურად წარადგინა.
ალგასიმ ბა თემურ ქეცბაიას ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო. ქართველი სპეციალისტი „აპოელის“ ფეხბურთელის თამაშით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მან იჯარით იფსონასში წარმატებული სეზონი ჩაატარა და თავი შედეგიანი თამაშით გამოიჩინა.
„ჩვენს კლუბში ახალწვეულია. დინამოში გვინეის ნაკრების ფორვარდი ალგასიმ ბა ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან შევა, 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
ალგასიმ ბა პირეოსის ოლიმპიაკოსში ასპარეზობდა, შემდეგ კი კარიერა ნიქოზიის აპოელში გააგრძელა. ბოლოს იჯარით კრასავაში გამოდიოდა. ასევე უთამაშია გვინეის ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში“.
- წერს „დინამოს“ ოფიციალური გვერდი.
ალგასიმ ბა გვინეის ნაკრების წევრიც გახლავთ. მისი სანაკრებო დებიუტი 2024 წელს შედგა. მის ანგარიშზე ამჟამად 4 მატჩია.