დეშამი არ იქნება - საფრანგეთს ნორვეგიასთან გუი სტეფანი გაუძღვება
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საფრანგეთი ნორვეგიას დაუპირისპირდება.
ცნობილი გახდა, რომ მამლებს აღნიშნულ დაპირისპირებაში დიდიე დეშამი ვერ გაუძღვება.
ამის მიზეზი ოჯახური ტრაგედიაა. რამდენიმე დღის წინ, ფრანგ სპეციალისტს დედა გარდაეცვალა, რის გამოც ის სამშობლოში დაბრუნდა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დეშამი ნორვეგიასთან მატჩისთვის დაბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მთავარი მწვრთნელი სამშობლოში იქამდე დარჩება, სანამ დედამისს არ დაკრძალავენ.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, დეშამის არ ყოფნაში მსოფლიოს 2 გზის ჩემპიონს დიდიეს ასისტენტი გუი სტეფანი გაუძღვება.
ცნობისთვის, საფრანგეთისა და ნორვეგიის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.