რონალდ კუმანი
Aa
Aa

კუმანი: “მაროკოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ“

მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში პირველი ადგილი ნიდერლანდებმა დაიკავა. რონალდ კუმანის გუნდი მესამე ტურში ტუნისს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:1 გაიმარჯვა.

როგორც ცნობილი გახდა, ნიდერლანდები 1/16-ფინალში მაროკოს დაუპირისპირდებიან. ამასთან დაკავშირებით, რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა.

კუმანი:

„ტუნისთან გაშვებული გოლი არ მომეწონა. ამ მხრივ აუცილებლად უნდა გავუმჯობესდეთ. უფრო კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ, უკეთ დავიკავოთ პოზიციები და ბურთის დაკარგვის შემდეგ უფრო სწრაფად დავბრუნდეთ. თავდასხმაში ძალიან კარგები ვართ, მაგრამ დაცვაში ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო.

მაროკო ძალიან ძლიერი მეტოქეა. მათ ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებიც ნიდერლანდებში თამაშობენ ან უთამაშიათ, ამიტომ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ახლა შემდეგ ეტაპზე ფიქრი არ შეიძლება. მთელი ყურადღება მაროკოს უნდა დავუთმოთ.“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 7 ქულით დაასრულა. ფრე იაპონიასთან და გამარჯვებები შვედეთთან და ტუნისთან. ნიდერლანდებისა და მაროკოს პლე-ოფის დაპირისპირება 30 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 05:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იაპონია-შვედეთის ფრე - ორივე გუნდი პლეიოფში გავიდა
იაპონია-შვედეთის ფრე - ორივე გუნდი პლეიოფში გავიდა