სენეგალის საპლეიოფო განაცხადი - სარეკორდო გამარჯვება მუნდიალზე
Aa
Aa

სენეგალის საპლეიოფო განაცხადი - სარეკორდო გამარჯვება მუნდიალზე

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ, საიმისოდ, რომ მესამეადგილოსნების რეიტინგში მოწინავე პოზიციაზე აღმოჩენილიყო, სენეგალის ნაკრებს აუტსაიდერ ერაყთან არამხოლოდ გამარჯვება, არამედ რაც შეიძლება დიდი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდა. პაპე ტიავის შეგირდებმა გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს, აზიელები 5:0 დაამარცხეს და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, 1/16-ფინალში ითამაშებენ.

სენეგალელებს საქმე სწრაფმა გოლმა და ერაყის ნაკრების ფეხბურთელის გაძევებამ გაუადვილა - მე-4 წუთზე აფრიკელები ჰაბიბ დიარამ დააწინაურა, ხოლო მე-13 წუთზე არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის რებინ სულაკას წითელი ბარათი უჩვენა. დარჩენილ დროში აფრიკელებმა აზიელების კარი კიდევ ოთხჯერ აიღეს. გოლს პლუს საგოლე პასი იყო ისმაილა სარის ანგარიშზე, რომელმაც პაპე ბუბა დიოპის რეკორდი გააუმჯობესა და მუნდიალებზე სენეგალელთა ყველა დროის ბომბარდირი გახდა. ცვლილებაზე შესულმა პაპე გუეიემ კი, რომელიც „ვილიარეალში“ გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელია, აქტივში დუბლი და საგოლე პასი ჩაიწერა. ილიმან ნდიაიემ სარის მსგავსად გოლთან ერთად ასისტით გამოიჩინა თავი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს გამარჯვება სენეგალისთვის მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში სარეკორდო იყო.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე სენეგალმა ამ შთამბეჭდავ გამარჯვებამდე, საფრანგეთთან (1:3) და ნორვეგიასთან (2:3) წააგო და 3 მატჩში 3 ქულა დააგროვა, ხოლო ერაყელებმა როგორც ნორვეგიელებთან (1:4), ასევე ფრანგებთან (0:3) წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუარესი: მესისა და იამალის შედარება შეუფერებელია - ნახეთ ამ ასაკში ლეო რა დონეზეა
სუარესი: მესისა და იამალის შედარება შეუფერებელია - ნახეთ ამ ასაკში ლეო რა დონეზეა