ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Leparisien: რენთან ლუის ენრიკე ლიდერებს დაასვენებს

„ლივერპულთან“ მერვედფინალური მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკე შაბათს ლიგა 1-ში შემადგენლობის გადახალისებას და ლიდერების დასვენებას გეგმავს, რომ „ენფილდზე“ განმეორებით შეხვედრას მშვიდად შეხვდეს.

დღეს ამ თემაზე ფრანგულმა leparisien-მა დაწერა და სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელიც შაბათს „რენის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

„ლივერპულთან განმეორებით მატჩამდე სამი დღით ადრე, ლუის ენრიკე სათადარიგო მოთამაშეებს შანსს მისცემს და რენთან მათ ათამაშებს. საკვანძო ფეხბურთელების შესანარჩუნებლად მთავარი მწვრთნელი დიდ როტაციას მიმართავს.

დონარუმამ, ჰაკიმიმ, მარკინიოსმა, მენდეშმა, კვარაცხელიამ და სხვებმა ცოტა უნდა ამოისუნთქონ. თუმცა ყველა ვერ დაისვენებს, ზოგიერთს თამაში მაინც მოუწევს, რადგან გუნდში შესაბამისი შემცვლელი ყველას არ ჰყავს.

სავარაუდო შემადგენლობა ასეთი უნდა იყოს: საფონოვი, ნევეში, ბერალდო, პაჩო, ერნანდესი, ვიტინია, ზაირ-ემერი, მაიულუ, ლი, რამუში, დუე“.

- წერს leparisien-ი.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „რენის“ შეხვედრა 8 მარტს 20:00-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიო დონის ვარსკვლავია“ | სიომინმა კვარაცხელია შეაქო
„მსოფლიო დონის ვარსკვლავია“ | სიომინმა კვარაცხელია შეაქო