ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Footmercato: კვარამ გვაჩვენა, რომ რაღაც განსაკუთრებული მართლაც აქვს

ცნობილი ფრანგული გამოცემა Footmercato ხვიჩა კვარაცხელიას „ლივერპულთან“ მატჩს დეტალურად შეეხო და ქართველი შემტევის მიმართ საქებარი ფრაზები არ დაიშურა.

Footmercato წერს, რომ კვარა ლუის ენრიკეს გუნდის სქემაში კარგად ჩაჯდა და მნიშვნელოვანი როლიც მოირგო.

„ეს იყო ბოსის დონის მატჩი, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეეძლო. კვარაცხელიამ, რომელსაც თადარიგში ელოდნენ, რადგან მატჩის წინ დეზირე დუეს სასტარტოში მოხვედრა ივარაუდებოდა, მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა, რომელიც პარიზელ ქომაგს იმედსა და დამშვიდების საშუალებას აძლევს.

ხვიჩასგან დიდ მატჩებში ლიდერობას ელიან. ის დემბელესა და ბარკოლს წყვილს კარგად შეეწყო. მას უნდა ეჩვენებინა, რომ რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა. კვარას ყველგან უნდა ეთამაშა, განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგზე, სადაც შეხვედრის დასაწყისში იმყოფებოდა. მან მართლაც დაადასტურა, რომ რაღაც განსაკუთრებული აქვს.

მთელი შეხვედრა ის მოუსვენრად მოქმედებდა, ძლიერად ურტყამდა, ბურთთან ერთად გამომწვევი იყო და ინგლისელთა დაცვის კოშმარად იქცა.

მისი ულამაზესი გოლის შემდეგ, რომელიც უმნიშვნელო თამაშგარის გამო გაუქმდა, კვარამ იმავე გზით სვლა განაგრძო და მეტოქეს ზეწოლის ქვეშ ამყოფებდა. მეორე ტაიმში მარცხენა ფლანგზე გადავიდა. დრიბლინგით რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და ჯვარედინი დარტყმა შეასრულა, რომელიც ბადეში უნდა აღმოჩენილიყო, რომ არა ალისონის დიდებული მოქმედება“.

- წერს ფრანგული გამოცემა.

„ლივერპულთან“ შეხვედრის შემდეგ, ფრანგულ პრესაში ხვიჩას მიმართ უამრავი დადებითი შინაარსის სტატია იწერება. მისი ტრანსფერის შემდეგ ეს ის მომენტია, როცა ქართველი ჯადოქრის შესაძლებლობები იტალიის შემდეგ საფრანგეთმაც იხილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა მარცხენა ფლანგზე | LEquipe-ის რჩევები ლივერპულთან საპასუხო მატჩის წინ
კვარა მარცხენა ფლანგზე | LEquipe-ის რჩევები ლივერპულთან საპასუხო მატჩის წინ