ფლიკი: ჩვენს გასახდელში რაღაც წარმოუდგენელი ხდება
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „ოსასუნასთან“ მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და გუნდში არსებული მდგომარეობა შეაფასა. გერმანელმა როტაცია დააანონსა.
„ოსასუნა ძლიერი გუნდია და რთულ მეტოქეობას გაგვიწევს. დიახ, გარკვეული როტაციები გვექნება, მაგრამ შევეცდები საუკეთესო ვარიანტი შევარჩიო. მეტოქე პრესინგს კარგად იყენებს და ყურადღებით უნდა ვიყოთ.
პედრი? დიახ ის დაისვენებს. მას საკმარისი დრო ექნება ძალების აღსადგენად.
მინდა გითხრათ, რომ ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ. ის რაც ბენფიკასთან გააკეთეს, ეს იყო დიდებული რეაგირება, რომელსაც ყოველი რთული სიტუაციის დროს იჩენენ. და შესნი - რაც მან გააკეთა, ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არის ვოიცეხი ჩვენი პირველი მეკარე.
დაშვებულ შეცდომებზე სწორად ვრეაგირებთ და მათ შესწავლას ვახდენთ. საქმეს პოზიტიურად ვუდგებით.
ჩვენს გასახდელში რაღაც წარმოუდგენელი ხდება. ატმოსფერო დიდებულია და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ.
ამ სეზონში ჩვენი მიზანი ყველა ტურნირზე ბოლომდე ბრძოლაა. ჯერჯერობით დასახულ გეგმას სწორად მივყვებით. შეცდომები გვაქვს, მაგრამ მათზე სწორად ვრეაგირებთ და მთავარი ეს არის“.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ოსასუნას“ მატჩი შაბათს 23:55-ზე დაიწყება. კატალონიელებს „ბენფიკასთან“ განმეორებითი დაპირისპირება სამშაბათს 21:45-ზე ელით.